ჩვენებები: კომპლექსური თერაპია ძვლის ქსოვილის და ძვლისსაზრდელას ანთებადი, მეტაბოლური და დესტრუქციული დაავადებებისას, როგორიცაა: პერიოსტიტი, ეგზოსტოზი, ქუსლის დეზი, ოსტეოართროზი, პაროდონტოზი, ძვლის და შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მომატებული ნერწყვდენა.
განსაკუთრებული მითითებები: ოსტეოჰელის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების განვითარების სხვადასხვა სტადიაზე, რომელშიც ძვლის, ხრტილის და შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურებია ჩართული.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ენისქვეშა ტაბლეტები #50.