აუქსილენი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ #5
აუქსილენი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ #5

აუქსილენი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ #5

სლოვაკეთი

ეიჩბიემ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მგ დექსკეტოპროფენს. დამხმარე ნივთიერებები: ალკოჰოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორის მჟავა და საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფი.

ჩვენებები: მწვავე და საშუალო სიმძიმის ან მძიმე ტკივილის მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია შიგნით მისაღები პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თირკმლის კოლიკა და წელის ტკივილი.

დოზირება და მიღების წესი: ექიმის მიერ განისაზღვრება დექსკეტოპროფენი ნორმონის პაციენტისთვის საჭირო დოზა, სიმპტომების ტიპის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით. რეკომენდირებული დოზა ჩვეულებრივ არის 1 ამპულა დექსკეტოპროფენი ნორმონი ყოველ 8-12 საათში ერთხელ. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია ინექციის განმეორება 6 საათში. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს დექსკეტოპროფენი ნორმონის სრულ დღიურ დოზას - 150 მგ (3 ამპულა) - გადაჭარბება. საინექციო ფორმით მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2 დღეზე მეტხანს. მოხუცებულებმა თირკმლის დისფუნქციით და პაციენტებმა თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით არ უნდა მიიღონ დექსკეტოპროფენი ნორმონის 1 ამპულაზე მეტი დღეში. დექსკეტოპროფენი ნორმონი მიიღება კუნთშიდა ან ვენაში ინექციის გზით.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ან ამ პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ; პაციენტს აქვს ასთმის, ალერგიული რინიტის, ცხვირის პოლიპების, ურტიკარიის, ანგიონევროზული შეშუპების შეტევები, ან მკვნესარე სუნთქვა, რომელიც ვითარდება ასპირინის, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე. აქტიური, ან წარსულში არსებული პეპტიკური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, რაც დაკავშირებული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან. მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება. გულის სერიოზული უკმარისობა, საშუალო ხარისხის ან მძიმე თირკმლის ან ღვიძლის დაავადება. სისხლდენასთან დაკავშირებული ან სისხლის შედედების დარღვევები. ასთმა ანამნეზში. III ტრიმესტრის ორსულობა ან ლაქტაცია.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში და არ არის რეკომენდირებული I და II ტრიმესტრში.მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: დექსკეტოპროფენი ნორმონმა შესაძლოა სუსტად იმოქმედოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე, თავბრუსხვევის ან ძილიანობის, როგორც მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობის გამო. თუ პაციენტს აღენიშნა ასეთი მოვლენები, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.

ჭარბი დოზირება: ამ მედიკამენტის ძალიან დიდი დოზით მიღების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება ან უახლოესი ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტისთვის მიმართვა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: დექსკეტოპროფენი ნორმონი 50 მგ მოწოდებულია შეფუთვებით, რომელიც შეიცავს ტოპაზის ამპულებს. თითოეულ შეფუთვაშია 6 ამპულა.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად. თუ პაციენტი შენიშნავს რომ ხსნარი გაუმჭვირვალეა და შეფერილი, ან სახეზეა დაზიანების ნიშნები, დაუშვებელია პრეპარატის მიღება. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეიჩბიემ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი