ნოვანეფრონი ტაბლეტი #30

ნოვანეფრონი ტაბლეტი #30

დიდი ბრიტანეთი

პრიმეა
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
1 ტაბლეტი შეიცავს:
თირკმლის ჩაი (Orthosiphonstamineus Benth) – 80მგ
დათვის კენკრა ჩვეულებრივი(Bearberry) 80მგ
სიმინდის ულვაში (Corn silk) – 80მგ
შტოში (Cranberry juice)– 80 მგ
შვიტა (Equisetum) – 40 მგ
მოცვი ჩვეულებრივი (Bilberry common) – 40მგ
სამკურნალო ბაბუაწვერა (Dandelion) – 40მგ
მაგნიუმის ციტრატი – 20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროსეპტიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი საშუალება.

ჩვენებები:
• შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი).
• თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), შარდის ბუშტის კენჭები.
• “ნეფროზული სინდრომი”.
• არტერიული ჰიპერტენზია.
• II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად)
• ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.
გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ნოვანეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ნოვანეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

გამოშვების ფორმა: ნოვანეფრონი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრიმეა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
თირკმლის ჩაი+დათვის კენკრა+სიმნიდის ულვაში+მოცვი+ბაბუაწვერა
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი