საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები ორნაფერის შემადგენლობა: რკინის გლუკონატი - 300 მგ სპილენძის გლუკონატი - 700 მკგ ვიტამინი C - 80 მგ ფოლის მჟავა - 350 მკგ ვიტამინი B 12 - 15 მკგ
ორნაფერი ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ჩვენებები: • რკინადეფიციტური ანემია. • ფოლის მჟავის დეფიციტი, რკინის და ფოლის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა. • ვიტამინ B12–ის დეფიციტი, რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა. • რკინისა და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორსულობის II და III ტრიმესტრი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა და დიარეა.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნაფერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ 1 საათით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში; მძიმე შემთხვევის დროს 3 -ჯერ დღეში. საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდში – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდში ერთ თვიანი ინტერვალით. მკურნალობა გრძელდება HB-ის შემცველობის ნორმალიზებამდე. შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.