აქტიური ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი 750მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 200მგ, ლიდოკაინი 100მგ.
დამხმარე ნივთიერება: ვიტეფსოლი
აღწერა:
თეთრიდან მოყვითალო ფერში გარდამავალი ელიფსის ფორმის ვაგინალური სუპოზიტორიები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო და საანესთეზიო სამკურნალო საშუალება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სუპოზიტორიის ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო, ამ პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ათქ. კოდი: G01AF20
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გინოტრან ფორტე L -ის ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს ანტიფუნგალური მოქმედების მიკონაზოლის ნიტრატს, ანტიმიკრობული და ანტიტრიქომონადული მოქმედების მეტრონიდაზოლს და ლიდოკაინს რომელსაც გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება. მიკონაზოლის ნიტრატი- იმიდაზოლის ჯგუფის სინთეზური პრეპარატია, რომელსაც აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით აქტიურია სოკოს პათოგენური გამომწვევების მიმართ, Candida albicans-ის ჩათვლით, ასევე ეფექტურია გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედის კედლის განვლადობას და ამცირებს უჯრედის გლუკოზისადმი მოთხოვნილებას. მეტრონიდაზოლი - 5-ნიტროიმიდაზოლების წარმოებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება, აქტიურია Trichomonas vaginalis-ის, Gardnerella vaginalis-ის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ (ანაერობული სტრეპტოკოკების ჩათვლით).
ლიდოკაინი -გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, ახდენს ნეირონის მემბრანის სტაბილიზებას და ბლოკავს იმპულსების გადაცემას.
მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი და ლიდოკაინი სინერგისტებს და ანტაგონისტებს არ წარმოადგენენგამოყენების ჩვენებები -Candida albicans-ით გამოწვეული ვულვოვაგინალური კანდიდოზი -Gardnerella vaginalis -ით და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზი -Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ტრიქომონადული ვაგინიტი -ვაგინიტი გამოწვეული შერეული ინფექციებით
უკუჩვენებები
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების, მათი წარმოებულების და სხვა კომპონენტების მიმართ;
-ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს ან კურსის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში;
-დისულფირამის მიღება მკურნალობის პერიოდში ან კურსის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში;
-ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
-ტრიქომონადული ვაგინიტი ორსულობის პირველი ტრიმესტრში
-პორფირია; ეპილეფსია; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა.გამოყენების წესი და დოზირება
არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
თუ ექიმის მიერ გამოყენების სხვა მეთოდი არ არის გათვალისწინებული, ერთი
ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში, საღამოს- 7 დღის განმავლობაშიშენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25რC-სა ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.