ლიქუნორმი ტაბლეტი #30

ლიქუნორმი ტაბლეტი #30

იტალია

გრაიკარ ხემიკალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა: ხეჭრელის ქერქი (Cortex Frangulae) - 150 მგ
რევანდის ფესვები (Radix Rhei) - 125 მგ
სინამაქის ფოთოლი (Folium Sennae) - 120 მგ
ალოეს წვენის კონცენტრატი (Aloe juice concentrate) - 50 მგ
კამა (ცერეცო) (Finocchio plv) - 50 მგ
მაგნიუმის სულფატი (Magnesium sulphate) - 100 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენება:
- ყაბზობა, ნაწლავების ატონია და ქრონიკული ყაბზობა;
- სპასტიური კოლიტი, ნაწლავური კოლიკა;
- მეტეორიზმი;
- ნაწლავების მსუბუქი გათავისუფლება – სწორი ნაწლავის ნახეთქების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში;
- ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნარვლის ბუშტის დისკინეზია;
- კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას. რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.

უკუჩვენება: პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა და სტენოზი, ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), აპენდიციტი. უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში.

გვერდითი მოვლენები: საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი) და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო; ელექტროლიტური დისბალანსი.

გამოყენების წესი და დოზირება: ლიქუნორმი მიიღება პერორალურად მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში 8 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრაიკარ ხემიკალი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ხეჭრელა+რევანდი+სინამაქი+ალოეს წვენი+ცერეცო+მაგნიუმის სულფატი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი