ოდესტონი ტაბლეტი 200მგ #50

ოდესტონი ტაბლეტი 200მგ #50

პოლონეთი

ადამედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hymecromone
შემადგენლობა
ჰიმეკრომონის ერთი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ / 200 მგ აქტიურ ნივთიერებას ჰიმეკრომონს

დამხმარე ნივთიერებები
პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.
მოქმედების მექანიზმი
ჰიმეკრომონს სანაღვლე გზების გლუვ მუსკულატურაზე გააჩნია შერჩევითი სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი) მოქმედება, რასაც თან ახლავს გამოხატული ნაღვლმდენი ეფექტი. იგი აუმჯობესებს ნაღვლის სადინრების გლუვი მუსკულატურის ფუნქციონალურ აქტივობას მასზე პირდაპირი ზემოქმედების გზით. პრეპარატი ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული წნევის შემცირებით ამსუბუქებს ნაღვლის გამოდევნას ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან.

ჩვენებები
სანაღვლე გზების ჰიპერკინეტიკური დისკინეზია (სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები); გაურთულებელი, დისპეფსიური ქოლელითიაზი შეტევის არ არსებობის ან უფრო მსუბუქი კრიზის პირობებში, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის ფუნქციონალური დარღვევები, ქრონიკული ქოლეცისტიტი; არაობსტრუქციული ქოლესტაზი; დისპეფსიური ჩივილები; ყაბზობა და საჭმლის მონელების მოცულობითი ფაზისა და ცხიმების რეზორბციის დარღვევები გამოწვეული ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციით.

უკუჩვენებები
ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიმეკრონომის ან ტაბლეტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შესახებ მონაცემების არსებობისას; თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებებისას; წვრილი და მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებებისას; ნაღვლის მწვავე კრიზის დროს; ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებისას, სანაღვლე გზების მექანიკური დახშობის დროს; სისხლის შედედების მოშლისას.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები
ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების სახისა და მიზეზების ზუსტი განსაზღვრა. მექანიკურმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში მოცულობისა და წნევის მომატება.
ჰიმეკრომონი სიფრთხილით გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს (პანკრეატიტის დროს), მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე საშუალებების შესახებ
ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკთან იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტენის აუტანლობა (ცელიაკია).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ჰიმეკრომონის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გამოკვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში.
თუ არსებობს ჰიმეკრომონის გამოყენების ჩვენებები, რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტა, ვინაიდან გამოკვლევები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა ჰიმეკრომონი დედის რძეში, არ ჩატარებულა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცალკეული მედიკამენტების შესაძლო არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტმა ყოველთვის უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, როდესაც ის იწყებს სხვა პრეპარატების მიღებას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს პრეპარატები ნაყიდია ექიმის დანიშნულების გარეშე.
ჰიმეკრომონისა და მეთოკლოპრამიდის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ორივე პრეპარატის თერაპიული მოქმედების ურთიერთდათრგუნვა.
აუცილებელია ჰიმეკრომონითა და პერორალური ანტიკოაგულანტებით (შედედების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატები) ერთდროული მკურნალობის თავიდან აცილება, ვინაიდან ამ შემთხვევაში არსებობს ამ უკანასკნელთა მოქმედების გაძლიერების საშიშროება.
ჰიმეკრომონის გამოყენება შეიძლება სხვა სპაზმოლიტიკებთან და ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზები
1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე.
ბავშვები
ჰიმეკრომონის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში არ არის დადგენილი. ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში.
დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია მკრუნალ ექიმთან კონსულტაცია.
მორიგი დოზის გამოტოვებისას, პაციენტმა დოზა უნდა მიიღოს მაშინვე, როგორც კი გაახსენდება. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, პაციენტმა ეს დოზა ჩვეულებისამებრ უნდა მიიღოს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადამედ ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ჰიმეკრომონი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი