ციკლოვალი ტაბლეტი 500მგ #10

ციკლოვალი ტაბლეტი 500მგ #10

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - valaciclovir
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდს, 500 მგ ვალაციკლოვირის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Coating premix TC 4102: ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, საღებავები _ ტიტანის დიოქსიდი (E 171), Indigo Carmine (E 132).

ჩვენებები
• Varicella zoster - ის მიერ გამოწვეული შემომსალტველი ჰერპესის მკურნალობა;
• 1 და 2 ტიპის Herpes simplex - ის ვირუსის მიერ გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, გენიტალური ჰერპესის ჩათვლით;
• ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
შემომსალტველი ჰერპესის სამკურნალოდ ინიშნება 1 გ 3-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.
Herpes simplex - ის ვირუსით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დროს მოზრდილებში ვალაციკლოვირი ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში. Herpes simplex - ის ვირუსით გამოწვეული დაავადებების რეციდივების დროს მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია პროდრომულ პერიოდში ან პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს. პირველი ეპიზოდის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, პრეპარატი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება ადრე, ხოლო მკურნალობის კურსი შესაძლოა გაიზარდოს 10 დღემდე.
Herpes simplex - ის ვირუსით გამოწვეული დაავადებების რეციდივის პროფილაქტიკისათვის ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე მოზრდილ პაციენტებში ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში. ხშირი გამწვავების დროს ეფექტურია 250 მგ 2-ჯერ დღეში. მოზრდილებში იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში.
ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 2 გ 4-ჯერ დღეში.
ვალაციკლოვირის დანიშვნა უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში შეძლებისდაგვარად ადრე. დოზის კორექცია შესაძლებელია კრეატინინის კლირენსის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 90 დღეს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირებას ადგენენ ჩვენებებისა და კრეატინინის კლირენსის მიხედვით:
შემომსალტველი ჰერპესის დროს: როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15-30 მლ/წთ მიტანგა ინიშნება 1 გ 2-ჯერ დღეში, როდესაც კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ _ 1 გ ერთხელ დღეში;
Herpes simplex - ის ვირუსით გამოწვეული დაავადებების დროს: კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ ვალაციკლოვირი ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში;
კანისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექციების დროს: როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 31-49 მლ/წთ ინიშნება 1 გ 2-ჯერ დღეში, ერთი დღის განმავლობაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15-30 მლ/წთ _ 500 მგ 2-ჯერ დღეში ერთი დღის განმავლობაში, ხოლო როდესაც კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ _ 500 მგ ერთჯერადად;
Herpes simplex - ის ვირუსით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა: როდესაც კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ, იმუნური სისტემის ნორმალური მაჩვენებლების დროს ინიშნება 250 მგ ერთხელ დღეში, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს _ 500 მგ ერთხელ დღეში.
ციტომეგალოვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა:
როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 75 მლ/წთ და მეტს მიტანგა ინიშნება 2 გ 4-ჯერ დღეში, კრეატინინის კლირენსი - 50 - < 75 მლ/წთ ინიშნება 1.5 გ 4-ჯერ დღეში, კრეატინინის კლირენსი _ 25 - < 50 მლ/წთ ინიშნება 1.5 გ 3-ჯერ დღეში, კრეატინინის კლირენსი _ 10 - < 25 მლ/წთ ინიშნება 1.5 გ 2-ჯერ დღეში.
ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მიტანგა ინიშნება კრეატინინის კლირენსის < 15 მლ/წთ-ის შესაბამისი რეკომენდებული დოზით. პრეპარატი მიიღება ჰემოდიალიზის შემდეგ.
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხით დაქვეითებული ფუნქციის დროს პრეპარატის დოზირება კორექციას არ საჭიროებს. მძიმე ფორმის ციროზისა და ღვიძლის დაქვეითებული სინთეზური ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტის შეგრძნება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ვალაციკლოვირი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი