ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
მოქმედების მექანიზმი: კლინდამიცინი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის ცილის სინთეზს, ბაქტერიის რიბოსომული მემბრანის 50 შ –სუბერთეულის ბლოკირების გზით. გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება, თუმცა მაღალ დოზებში ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტს.ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული მოქმედება. არღვევს ერგოსტეროლის სინთეზს და უკავშირდება სოკოს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდებს, შესაბამისად, არღვევს სოკოს უჯრედული მემბრანის განვლადობას, ხელს უწყობს უჯრედიდან K-ის გამოდევნას და ნუკლეინის მჟავების დაშლას. კლოტრიმაზოლი თრგუნავს პეროქსიდაზების აქტივობას (მათ შორის მიტოქონდრიალური პეროქსიდაზების), რის შედეგადაც ხდება წყალბადის ზეჟანგის დაგროვება სოკოს უჯრედში, რაც ასევე განაპირობებს სოკოს უჯრედის რღვევას.
მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის (ან აზოლების ჯგუფის), ასევე კლინდამიცინის მიმართ. GYNO-FAშთ–ი ასევე უკუნაჩვენები ქალებში, რომელთაც აქვთ რეგიონალური ენტერიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი).შეფუთვა
7 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25რჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება