ჩვენება: მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა; გადაღლა და სტრესი; არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება; ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა; რეაბილიტაციის პერიოდი.
მოქმედება: ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო-და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
უკუჩვენება: ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.