ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ #28

ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ #28

დიდი ბრიტანეთი

ასტრაზენეკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Atenololum+chlortalidonum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ადრენობლოკატორები

სავაჭრო დასახელება:
ტენორეტიკი (Tenoretic)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ატენოლოლი და ქლორტალიდონი

შემადგენლობა:
გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 100 მგ ატენოლოლს (ევროპ. ფარ.) და 25 მგ ქლორტალიდონი (ევროპ. ფარ.).

დანიშნულება
არტერიული ჰიპერტონია

დოზირება და მიღების წესი
უფროსებისთვის
ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში. ჰიპერტონიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ტენორეტიკის ერთი ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს. დოზის გაზრდის შედეგად წნევის შემდგომი დაქვეითება ან არ აღინიშნება, ან უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით დაინიშნოს სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალება, ისეთი, როგორიცაა ვაზოდილატატორი.
ხანდაზმულებში
ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ხშირად საჭიროა შედარებით უფრო დაბალი დოზა.
ბავშვებში
ტენორეტიკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ აღნიშნული პრეპარატის ბავშვებისთვის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
თირკმელების უკამრისობის დროს
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე. პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მიღების სიხშირის შემცირების გზით.

უკუჩვენება
ტენორეტიკი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს შემდეგი შემთხვევებში:
ცნობილია მომატებული მგრძნობელობა მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ბრადიკარდია; კარდიოგენური შოკი; ჰიპოტონია. მეტაბოლური აციდოზი: სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევები; გულის II ან III ხარისხის ბლოკადა; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ფეოქრომოციტომა, რომლის მკურნალობა არ ჩატარებულა; არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასტრაზენეკა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ატენოლოლი+ქლორტალიდონი
დოზა
100მგ+25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი