შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 0,5მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს. ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა. მიღების წესები და დოზები:მოზრდილები (ასაკოვანი ავადმყოფების ჩათვლით) 1 კაფსულა (0,5მგ/0,4მგ) დღეში პერორალურად, ჭამიდან 30 წთ–ის შემდეგ. კაფსულა იყლაპება მთლიანად, გაუხსნელად და დაუღეჭავად, რადგან კაფსულის შიგთვსთან კონტაქტის დროს შესაძლებელია პირისა და ხახის ლორწოვანის გაღიზიანება. უკუჩვენება:არ გამოიყენება ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ; უკუნაჩვენებია ავადმყოფებში დუტასტერიდის, 5α–რედუქტაზების სხვა ინჰიბიტორების, ტამსულოზინის, პრეპრატების სხვა შემადგენელი კომპონენტების ან სოიოს და მიწის თხილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; ავადმყოფებში ორთოსტატული ჰიპოტენზიით ანამნეზში, ავადმყოფებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:არ არის ნაჩვენები ქალებისთვის. ფერტილობა: დუტასტერიდი გავლენას ახდენს ეაკულატზე, არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25რС , ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.