ბრეინ ფორტე კაფსულა #30

ბრეინ ფორტე კაფსულა #30

ესპანეთი

როიხა ნატურე ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: გინგკო ბილობას (Ginkgo Biloba) ფოთლების ექსტრაქტი-100მგ; ფოსფატიდილსერინი (Phosphatidylserine Complex) 50მგ; ლ-კარნიტინი (N-Acetyl L-Carnitine HC)-50მგ; კრაზანა-100მგ; გლუტამინი (L-Glutamine)-100მგ; ბაკოპა მონიერა (Bacopa Monniera)-100მგ; ალფა გლიცერილ ფოსფატიდილქოლინი (Alpha-Glyceryl Phosphatidylcholine)-5მგ; ჰუპერზინ-A (Huperzine-A)-10მკგ.
ბრეინ ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. 

ჩვენებები: მეხსიერების დაქვეითება; გონებრივი გადაძაბვა, გადაღლა; ინტენსიური გონებრივი მუშაობა, გამოცდების წინა პერიოდი; მენეჯერის სინდრომი; სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და-ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათია.

უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება თითო კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, უპირატესად საკვებთან ერთად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: იშვიათად-კუჭ-ნაწლავის თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცეული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 2 წელი.

შენახვის წესი: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი კომპანია: რიოჯა ნატურე ფარმა (Rioja Nature Pharma), ესპანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
როიხა ნატურე ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
გინკგო ბილობა+ფოსფატიდილსერინი+L-კარნიტონი+კრაზანა+ლ-გლუტამინი+ბაკოპა მონიერა+ჰუპერზინ ა
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი