გინემაქსი სანთელი ვაგინალური #7

გინემაქსი სანთელი ვაგინალური #7

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა (1 სუპოზიტორია): აქტიური ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი 500მგ; ნეომიცინის სულფატი 200მგ; კლოტრიმაზოლი 150მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატ-80, ადიპინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, თხევადი პარაფინი, მყარი ცხიმი.

ჩვენებები: გინემაქსის სუპოზიტორია ნაჩვენებია ვაგინალური ინფექციის (ვაგინიტი) მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, საშოდან პათოლოგიური გამონადენი, აგრეთვე საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებული დოზები: მწვავე ვაგინიტის დროს ინიშნება 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში ორჯერ (დილით და საღამოს), 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 1 სუპოზიტორია, საღამოს, 6-8 დღის განმავლობაში. განმეორებითი ვაგინალური ინფექციებისას ინიშნება 1 სუპოზიტორია საღამოს საათებში, 8-10 დღის განმავლობაში. გინეკოლოგიურ ოპერაციამდე და-ან ინვაზიურ პროცედურებამდე და მათ შემდეგ: 1 სუპოზიტორია ღამის საათებში. გინემაქსის სუპოზიტორია გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად. სუპოზიტორიის ვაგინაში შეყვანა ხდება ღრმად, სუფთა ხელებით, დაწოლილ მდგომარეობაში, ოდნავ მოხრილი ფეხებით. ადგომა არ არის მიზანშეწონილი სუპოზიტორიის შეყვანიდან 20-30 წთ-ის განმავლობაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა- საშოს ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება და წვის შეგრძნება, კანზე გამონაყარი ან სიფერმკრთალე. ასევე შესაძლებელია პირის სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, გემოს დაქვეითება, მეტალის გემო პირში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ყაბზობა. ასევე შესაძლოა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან სისუსტე კიდურებში; გუნება-განწყობილების დაქვეითება, უმადობა, ლეიკოპენია. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ექიმის მიერ ინიშნება შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის გამოყენების დაწყება და შეწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან!
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: გინემაქსის სუპოზიტორიის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, დედისა და ნაყოფის რისკი-სარგებელის ინტენსიური შეფასების შემდეგ. გინემაქსის სუპოზიტორია არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ბავშვთა ასაკში: არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება გინემაქსის სუპოზიტორიით მკურნალობისას ან მკურნალობის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: გინემაქსით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა ან მხედველობის დროებითი დარღვევები (როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან გაორება). მოცემული სიმპტომების გამოვლენისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: გინემაქსის სუპოზიტორიით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მკურნალ ექიმს ეცნობოს სხვა წამლების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, თუ პაციენტი ღებულობს, ან ბოლო პერიოდში მიღებული აქვს შიგნით მისაღები ანუ პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), დისულფირამი ალკოჰოლიზმის მკურნალობისთვის; ლითიუმის პრეპარატები ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ; ფენობარბიტალი ეპილეფიის სამკურნალოდ; ციმეტიდინი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: N7 სუპოზიტორია პვქ ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება გაყინვა!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი+ნეომიცინი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი