პირფალინი წვეთები თვალის 0.005% 7მლ ფლაკონი+გამხსნელი #1
იტალია
ფარმიგეა
GEL
in stock
new
43.55₾
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Pirenoxinum შემადგენლობა: ფხვნილის ბოთლი პირენოქსინის ნატრიუმი 0.376 მგ 7მლ განზავებული თვალის წვეთების ხსნარი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის პირენოქსინი 0.376მგ. დამხმარე ნივთიერებები: ტაურინი; პოლივინილის სპირტი; ქარვის მჟავა; ნატრიუმის სუქცინატი; ნატრიუმის ქლორიდი; ბენზალკონიუმის ქლორიდი; დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა: თვალის წვეთები, ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი. ყუთი შეიცავს 1 ბოთლ ფხვნილს + 7მლ-იან 1 ბოთლ გამხსნელს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი კატარაქტის საწინააღმდეგო საშუალება ჩვენებები კატარაქტა გამოწვეული ასაკობრივი ცვლილებებითა და დიაბეტით
უკუჩვენებები ზემგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღება საჭიროა ექიმის კონტროლის ქვეშ. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს
ურთიერთქმედება სხვა მედიკამნტებთან არ არის აღნიშნული.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. დოზირება ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი დაავადებულ თვალში დღეში 4 ჯერ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები თვალის ლიოფილიზირებული წვეთების სახით პირენოქსინს კარგი ამტანობა აქვს. არასასურველი მოვლენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გამოყენების წესები შუშის ბოთლს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით, ქვემოდან ზემო მიმართულებით (სურ.1). გამხსნელის ბოთლის გახსნის შემდეგ პლასტმასის ბოთლის საწვეთური თავსდება მინის ბოთლის საცობის ნახვრეტში (სურ.2). პლასტმასის ბოთლს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე, სანამ მთელი სითხე არ ჩაიღვრება მინის ბოთლში შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა, ბოთლების განცალკევების გარეშე (სურ.3). პლასტმასის ბოთლში ხსნარის გადასასხმელად შეწყვილებული ბოთლები უნდა გადაბრუნდეს, ქვემოთ მოქცეულ პლასტმასის ბოთლს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს და შემდეგ გაეშვას, ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე (სურ.4). ამგვარად, დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ბოთლშია და მზადაა გამოყენებისათვის, როგორც თვალის ჩვეულებრივი წვეთები (სურ.5). გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ.
შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება გრილ ადგილას. აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში.