ბრეიზინი კაფსულა #30

ბრეიზინი კაფსულა #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ჰელთერკო
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: Ginkgo Biloba გინკგო ბილობას  ფოთლების ექსტრაქტი 50მგ; Phosphatidylserine Complex ფოსფატიდილსერინი 125მგ; N-Acetyl L-Carnitine HCl N-აცეტილ ლ-კარნიტინის ჰიდროქლორიდი 50მგ; St. john s wort კრაზანა 250მგ; Glutamine გლუტამინი 150მგ; Bacopa Monniera  ბაკოპა მონიერა 100მგ; Vinpocetine ვინპოცეტინი 2მგ; Huperzine-A  ჰუპერზინ-A 10მკგ.

ჩვენებები: მეხსიერების დაქვეითება; გონებრივი გადაძაბვა, გადაღლა; ინტენსიური გონებრივი მუშაობა, გამოცდების წინა პერიოდი; მენეჯერის სინდრომი; სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და-ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათია.

უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი; პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

მოქმედების მექანიზმი: ბრეიზინი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. 

აქტიური ნივთიერებები-ფლავონოიდური გლიკოზიდებია უმჯობესებენ სისხლის მიმოქცევასა და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. აჩქარებს და აუმჯობესებს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებას, გონებრივ იშესაძლებლობებს Ginkgo Biloba გინკგო ბილობას  ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს,  ხელს უწყობს ნერვული სიგნალების გადაცემის სიჩქარის გაზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების  გაუმჯობესებას.
Phosphatidylserine Complex ფოსფატიდილსერინი-აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება ყურადღების დეფიციტის დროს.
N-acetyl L carnitine N-აცეტილ ლ-კარნიტინის გავლენით უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი და აქტიურდება სხვადასხვა გენეზის სტრესით გამოწვეული უარყოფითი რეაქციების შედეგების კორექტირება და აღდგენითი პროცესები. N-აცეტილ ლ-კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას.
N-აცეტილ ლ-კარნიტინი როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას.
St. john s wort კრაზანა-ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ის რეკომენდებულია შიშის, დაძაბულობისადა სტრესის დროს. კრაზანა 15-ზემეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის-ქოლინს, ვალერიანის მჟავას, საპონინებს, ეთერზეთებს,
Glutamine გლუტამინი-წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც ზრდის ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი ამტანობას, გლუტამინის მჟავა მონაწილეობს თავის ტვინის ნერვული ქსოვილის ცილის, ნახშირწყლებისა და ცხიმის ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნს-ის ნორმალური ფუნქციონირებაში.
Bacopa monnieri-ბაკოპა მონიერა-წარმოადგენს უძველეს (მე-6-ე საუკუნე ჩვენი წელთ აღრიცხვით) ინდურ სამკურნალო მცენარეს, რომელიც გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად, (აიურვედას მიმდევრები მას იყენებდნენ გრძელი წმინდა ჰიმნების დასაზეპირებლად). ეს მცენარე მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ და მენტალურ შესაძლებლობებს.
Vinpocetine-ვინპოცეტინი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელ საშუალებას.
Huperzine-A-ჰუპერზინ-A წარმოადგენს აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბიტორს. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. რის გამოც აქტიურად გამოიყენება ალცჰეიმერის დაავადების დროს.

დოზირება და მიღების წესი: ინიშნება თითო კაფსულა დღეში 1-2ჯერ დღეში, უპირატესად საკვებთან ერთად.ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 2 წელი, ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰელთერკო
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
გინკგო ბილობა+ფოსფატიდილსერინი+L-კარნიტინი+L-გლუტამინი+კრაზანა+ბიკოპა მონიერა+ვინპოცეტინი+ჰუპერაზინ -A
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი