ჩვენება: საკვების მიღების შემდგომი დისკომფორტის (სიმძიმე, შებერილობა, ბოყინი) მოსახსნელად; საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას; ჭარბი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომ;როგორც დამხმარე საშუალება ჭარბი წონის კორექციისთვის.
მიღების წესი: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დღიური დოზა-3 კაფსულა.
უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.
განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. დაუშვებელია რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში.