კლინიზოლი კაფსულა ვაგინალური #7

კლინიზოლი კაფსულა ვაგინალური #7

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - კლინდამიცინის ფოსფატი, რაც შეესაბამება კლინდამიცინის 100მგ-ს, კლოტრიმაზოლი 100 მგ, მეტრონიდაზოლი 100 მგ.
ჩვენება
კლინიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების დროს:
- ტრიქომონიაზი
- კანდიდოზური ვულვიტი
- ვაგინალური მიკოზები
- ვაგინალური კანდიდოზი
- ბაქტერიული ვაგინიტები
- ინფექციური ლეიკორეა
- შერეული ვაგინალური ინფექციები და
- არასპეციფიკური ვაგინიტი.

უკუჩვენება
კლინიზოლი უკუნაჩვენებია ანამნეზში კლოტრიმაზოლის (ან აზოლის ჯგუფის), კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და მეტრონიდაზოლის (ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის) მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ქალებში.
კლინიზოლი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში რეგიონალური ენტერიტის (კრონის დაავადება), წყლულოვანი კოლიტის ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის (ფსევდომემბრანული კოლიტის) მქონე ქალებში.
დოზირება და მიღების წესი
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა უნდა მოთავსდეს საშოში 6-7 ღამე, უპირატესად დაძინებამდე.
მკურნალობის დრო უნდა შეირჩეს ისე, რომ არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ვაგინალური გამოყენების ჟელატინის რბილი კაფსულები: 7 კაფსულა ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კლინდამიცინი+კლოტრიმაზოლი+მეტრონიდაზოლი
ფორმა
კაფსულა ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი