ფიქსფლოუ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით 50მკგ+500მკგ/1დოზა +საინჰალ. მოწყობ #60
ფიქსფლოუ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით 50მკგ+500მკგ/1დოზა +საინჰალ. მოწყობ #60

ფიქსფლოუ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით 50მკგ+500მკგ/1დოზა +საინჰალ. მოწყობ #60

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - fluticasone propionate, salmeterol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული პრეპარატები საინჰალაციო გამოყენებისათვის

ფარმაცევტული ფორმა
საინჰალაციო ფხვნილი

ჩვენება
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება) მედიკამენტი ნაჩვენებია ასთმის (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადების) რეგულარული მკურნალობისთვის
ეს შეიძლება მოიცავდეს:
პაციენტებს, რომლების იმყოფებიან გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა აგონისტების ეფექტურ ხანგრძლივ შემანარჩუნებელ დოზაზე და იყენებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის მიმდინარე თერაპიის ფონზე.
პაციენტებს, რომლებიც იტარებენ რეგულარულ ბრონქოდილატაციურ თერაპიას და საჭიროებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მედიკამენტი ნაჩვენებია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადების რეგულარული მკურნალობისთვის ქრონიკული ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ ამცირებს სიკვდილიანობას.

დოზირება და მიღება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციური გამოყენებისთვის.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ სათანადო ეფექტის მისაღწევად გამოიყენონ რეგულარულად, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი. საჭიროა ექიმის მიერ პაციენტების რეგულარული შეფასება, რათა ძალა დარჩეს ოპტიმალური და შეიცვალოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
დოზის ტიტრაცია საჭიროა უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების კონტროლისთვის. როდესაც სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება დღეში ორჯერ მედიკამენტის გამოყენებით, ტიტირაცია შეიძლება მოხდეს უმცირეს ეფექტურ დოზამდე დღეში ერთხელ.
პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობა, რომელიც შეიცავს ფლუტიკაზონის პროპიონატის სათანადო დოზირებას მათი დაავადების სიმწვავისთვის. თუ პაციენტი არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით საინჰალაციო თერაპიისას, ჩანაცვლებამ კორტიკოსტეროიდების თერაპიულად ეფექტური დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ასთმის კონტროლის გაუმჯობესება. პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ასთმის კონტროლი ხერხდება მხოლოდ კორტიკოსტეროიიდების ინჰალაციური თერაპიით, მედიკამენტის ჩანაცვლებისას შესაძლებელია მოხერხდეს კორტიკოსტერიოიდების დოზის შემცირება ასთმის კონტროლისთვის.

რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 250 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 500 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში ორჯერ.
4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ

არ არსებობს მონაცემები მედიკამენტის გამოყენების შესახებ 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზაა 50/250 მიკროგრამი -50/500 მიკროგრამი სალმატეროლის/ფლუტიოკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია 2-ჯერ დღეში. დოზით 50/500 მიკროგრამი 2-ჯერ დღეში, ამცირებს სიკვდილობას .
პაციენტთა სპეციალური ჯფუგები
პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის ცვლილების აუცილებლობა არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აბდი იბრაჰიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
სალმეტეროლი+ფლუტიკაზონი
დოზა
50მკგ+500მკგ/1დოზა
ფორმა
კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით
შეფუთვა
+საინჰალ. მოწყობ
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი