ჩვენებები: ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება; ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება; ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია; ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია), თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება; თავის და ზურგის ტვინიზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა; სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), დარღვევები, რომელიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია.
გამოყენების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეპსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.
გამოშვების ფორმა: #30 ვეგეტარიანული კაფსულა.
შენახვის წესი: ინახება მშარალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. Aარაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.