შემადგენლობა: 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 500მგ კალციუმს. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი, სორბიტოლი, მალტოდექსტრინი, ფორთოხლის არომატიზატორი, ასპარტამი, სიმინდის სახამებელი, სუკრალოზა, აცესულფამი K, რიბოფლავინი 5-ფოსფატი.
ჩვენება: ძლიერი ძვლებისთვის, ჯანმრთელი კბილებისთვის, კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; მონაწილეობას ღებულობს კუნთების დაყოფასა და დიფერენცირებაში. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ენერგიის მეტაბოლიზმს, საჭმლის მომნელებელი ფერმენტის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიღების წესი: მიიღება მხოლოდ 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ჭიქა წყალში გახსნილი სახით. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში ტენისაგან და სინათლისაგან დაცვის მიზნით.