/images/logo_ka.svg
ფლუიმუცილი ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

ფლუიმუცილი ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

შვეიცარია

ზამბონი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - acetylcysteine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – 600მგ აცეტილცისტეინი; დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ასპარტამი, ლიმონის არომატიზატორი.
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები ლიმონის სუნით.
ჩვენებები
წებოვანი, ძნელადამოსახველებელი ნახველის სეკრეციით მიმდინარე სასუნათქი სისტემის დაავადებები: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი, ფილტვის აფცესი, ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვების ატელექტაზი.
კატარული და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (აუმჯობესებს სეკრეტის გამოყოფას), სასუნთქი გზებიდან წებოვანი ლორწოს გამოყოფა ტრავმისშემდგომ და ოპერაციისშემდგომ პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად. მოზრდილებში: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600მგ იხსნება 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება ერთჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზრვრება ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს მურნალობის კურსი შეადგენს 5 – 10 დღეს, ქრონიკული დაავადებების დროს - რამდენიმე თვის განმავლობაში (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში: გულისრევა, გულძმარვა, კუჭის ავსების შეგრძნება, ღებინება, დიარეა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხვირიდან სისხლდენა, ხმაური ყურებში. აცეტილცისტეინის მიღებისას აღწერილია ბრონქოსპაზმის, კოლაფსის, სტომატიტის, თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების შემთხვევებიც.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება წყდება.

განსაკუთრებული მითითებები
ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის დროს აცეტილცისტეინი ინიშნება ბრონქიალური გამავლობის სისტემატური კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ არ არის მისანშეწონილი მისი მიღება ფენილკეტონურიის დროს.
აცეტილცისტეინის გახსნისას აუცილებელია შუშის ჭურჭელი, მოვარიდოთ რეზინისა და ლითონის ზედაპირსს.

სიფრთხილით ინიშნება: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლიანი ნახველი, სისხლდენა ფილტვიდან, ფენილკეტონურია, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

ჭარბი დოზირება
აცეტილცისტეინის მიღება დოზით 500მგ/კგ/დღეში არ იწვევს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზამბონი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
აცეტილცისტეინი
დოზა
600მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat