ელიპა წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1
ელიპა წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1

ელიპა წვეთები თვალის 0.5% 10მლ ფლაკონი #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კეტოროლაკის ტრომეთამინი. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1 მგ. მლ კონსერვანტის სახით და ძლიერ გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: ოფთალმოლოგიაში ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ, ტკივილის საკონტროლოდ, ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი. ოპერაციის პერიოდში მიოზის დასათრგუნად.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზაა: ოპერაციისთვის მომზადებისას: 1 წვეთი ყოველ ნახევარ საათში გუგაზე, ორი საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე (სულ 4 წვეთი). ოპერაციის შემდგომი პერიოდი: სამედიცინო კრიტერიუმმა უნდა განსაზღვროს დოზირება 3 კვირის პერიოდით. სხვე ჩვენებების დროს: რეკომენდებული საშუალო დოზაა 1 წვეთი დღეში 4-ჯერ. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტ ხანს, ექიმის რჩევის გარეშე. მოცემული პრეპარტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ შესწავლილა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დაუშვებელია ბოთლის გამოყენება სხვა მიზნებისთვის.

გვერდითი მოვლენები: თვალებში და ქუთუთოებზე ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციები, თვალის გაღიზიანება, თვალის ზედაპირული ინფექციები და ზედაპირული კერატიტი. ჩაწვეთების შემდეგ, მხედველობა შეიძლება დროებით ბუნდოვანი გახდეს. სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს გრიპის მსგავს სიმპტომებს, გულისრევას, ღებინებას და სისხლჩაქცევას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის პოტენციალი აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან. ელიპა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ მოცემული პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. დაუშვებელია ელიპას მიღება კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ელიპა კარგად გადაიტანებოდა ოფთალმოლოგიურ და სისტემურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედაციური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მიოზური საშულაებები, მიდრიაზულები, ციკლოპლეგიური საშუალებები და კორტიკოსტეროიდები. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენების მიმართ ან გადიან ანტიკოაგულაციურ თერაპიას.

განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია მოცემული პრეპარატის გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან ერთად. კონტაქტური ლინზების მოხმარებისას უნდა გამოიყენოთ სათვალე ელიპას მიღების პერიოდში. რეკომენდებულია ელიპას გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰემორაგიების მიმართ ან გადიან ანტიკოაგულანტურ თერაპიას. ელიპა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. დაუშვებელია კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას კონტაქტური ლინზები და გაიკეთოს ჩაეწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. ცნობილია რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს. თუ პაციენტს დაავიწყდა ელიპას მიღება და მომდევნო ჩაწვეთების დრო ჯერ არ მოახლოებულა, უნდა მოხდეს მისი ჩაწვეთება დაუყოვნებლივ. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ორსულობა და ლაქტაცია: აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა მიემართოს ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ შეინიშნებოდა ეფექტები.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ შეინიშნებოდა თვალში გამოყენებისას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ელიპას თვალის წვეთები, ხსნარი მოცემულია სტერილურ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოლში 10 მლ მოცულობით.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისა და ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. ელიპა გამოიყენება 28 დღის განმავლობაში ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ლაბორატორიო ედოლ- პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა. პორტუგალია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
0.5%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი