ვაცენაკი ტაბლეტი 100მგ #20

ვაცენაკი ტაბლეტი 100მგ #20

ესპანეთი

არაფარმა
პროდუქტის შესახებ
ვაცენაკი არის ეფექტური პრეპარატი ტკივილისა და ანთების შესამცირებლად. ვაცენაკი 100 მგ ნაჩვენებია
ტკივილისა და ანთებითი პროცესების მოსახსნელად, როგორიცაა წელის ტკივილი (ლუმბალგია), კბილის
ტკივილი (ოდონტალგია) და სახსრების ტკივილი (სკაპულოჰუმერალური პერიართრიტი და ექსტრა_x0002_არტიკულარული რევმატოიდი). ვაცენაკი ნაჩვენებია სახსრების ქრონიკულ პროცესებთან ასოცირებული
ქრონიკული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი
და მაანკილოზებელი სპონდილიტი
არ მიიღოთ ვაცენაკის 100 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ვაცენაკის ან პრეპარატის რომელიმე
სხვა კომპონენტის მიმართ;
- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ ადრე გამოგივლინდათ მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდულ ანთების
საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიმართ, რის შედეგადაც განვითარდა ასთმა, რინიტი, ჭინჭრის
ციება ან სხვა ალერგიული რეაქცია;
- თუ ანამნეზში გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულის პერფორაცია ან
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ გულის მძიმე დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ვაცენაკი, თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას.
უკუნაჩვენებია
ძუძუთი კვების დროს.

შეინახეთ არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არაფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
აცეკლოფენაკი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი