კოფეინი ბ/ნ ტაბლეტი 200მგ #10

კოფეინი ბ/ნ ტაბლეტი 200მგ #10

უკრაინა

ბორშაგოვსკი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.

ჩვენებები: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.

უკუჩვენებები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.

გამოყენების წესი და დოზები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით. პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ჭარბი დოზის აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა, ღებინება, კანკალი.
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.
შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები. რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორშაგოვსკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
კოფეინის ნატრიუმის ბენზოატი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი