ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.
გვერდითი მოვლენები: მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე.