საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → პოლივიტამინური პრეპარატები → პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტების, ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსი ჩვენებები: - ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა; - გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა; - გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ; - სხვადასხვა წარმოშობის ანემიები; - სტრესის შედეგების პროფილაქტიკა; - პოტენციის დაქვეითება; სექსუალური ასთენია და უნაყოფობა; - სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება; - კლიმაქტერული პერიოდი; - დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება; - ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას; - ფიზიკური გამძლეობის და შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში);
გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოქმედება იშვიათად ვითარდება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დღემდე არ არის დადგენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
გამოყენების წესი და დოზირება: ბავშვებში 8 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 1 ჯერ დილით ჭამის დროს.