პოლკორტოლონი TC სპრეი სუსპენზია (0.58მგ+23.12მგ)1მლ 17.3გრ ფლაკონი #1
პოლკორტოლონი TC სპრეი სუსპენზია (0.58მგ+23.12მგ)1მლ 17.3გრ ფლაკონი #1

პოლკორტოლონი TC სპრეი სუსპენზია (0.58მგ+23.12მგ)1მლ 17.3გრ ფლაკონი #1

პოლონეთი

პოლფა ტარხომინი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - triamcinolone, tetracycline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
1 ფლ.
ტრიამცინოლონის აცეტონიდი . . . . .10 მგ
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი. . .400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სპან 85, იზოპროპილის მირისტატი, პროპანის და ბუტანის ნარევი (დრივესოლი 35).

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვის გზით.

ჩვენებები
- მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, ურტიკარია);
- კანის დაავადებები განპირობებული ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე შერეული ინფექციები (იმპეტიგო, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი, ჰიდრადენიტი, წითელი ქარი და სხვა).

მიღების წესები და დოზები
კანის დაზიანებულ უბანზე აფრქვევენ ნაკადს აეროზოლიდან 1-3 წამის განმავლობაში, ფლაკონი უჭირავთ ვერტიკალურად კანიდან 15-20 სმ-ის დაშორებით.
პროცედურას ატარებენ დღეში 2-4-ჯერ თანაბარი დროის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს. საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.
პოლკორტოლონი თჩ არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიფრთხილით ინიშნება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მხოლოდ დღეში ერთხელ, კანის მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე პერიოდის მანძილზე გამოყენებისას პრეპარატი არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაღიზიანება, პურპურა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფექციური გართულებები, პოსტსტეროიდული სისხლძარღვოვანი პურპურა, ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, კანის სიმშრალე, თმიანობა, პიგმენტაცია, კანის ატროფია და ტელეანგიექტაზიები. ეს მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად, ძირითადად ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტეტრაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია, ამიტომ აეროზოლით დამუშავებული კანის უბნები უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

უკუჩვენება
კანის ინფიცირებული დაზიანებები, მათ შორის ვირუსული, სოკოვანი, კანის ტუბერკულოზი, კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვაქცინაციის პერიოდი, გლაუკომა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება, ამიტომ პოლკორტოლონ თჩ ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
არ გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დედის რძით ტრიამცინოლონის აცეტონიდი გარეგანი გამოყენებისას. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე ზომის უბნებზე ხანმოკლე დროის განმავლობაში.
არ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კანზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფა ტარხომინი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ტრიამცინოლონის აცეტონიდი+ტეტრაციკლინი
დოზა
(0.58მგ+23.12მგ)1მლ
ფორმა
სპრეი სუსპენზია
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
17.3გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი