ბოტოქსი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 100სე #1
ბოტოქსი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 100სე #1

ბოტოქსი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 100სე #1

ირლანდია

ალერგანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - BOTULINUM A TOXIN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიორელაქსანტი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში
1 ფლ.
ბოტულოტოქსინ A-ს ჰემაგლუტინინის კომპლექსი 100სე

ჩვენებები:
ბლეფაროსპაზმი;
ჰემიფაციალური სპაზმი;
პარალიზური სიელმე;
ლოკალური კუნთოვანი სპაზმი მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ (მათ შორის ბავშვთა ცერებრული დამბლა და სპასტიურობა).
მიღების წესები და დოზირება:
ბოტოქსის დოზები და ინექციის ადგილის წერტილები ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურია და განისაზღვრება კუნთის ჰიპერაქტივობის და ლოკალიზაციასთან მიმართებაში. ზოგიერთ შემთხვევებში ინიცირებადი კუნთის უფრო ზუსტი ლოკალიზაციისათვის იყენებენ ელექტრომიოგრაფულ კონტროლს.
ბოტოქსის მაქსიმალური სუმარული დოზა მოზრდილებში ერთ პროცედურაზე არ უნდა აღემატებოდეს 350 ერთეულს. სახის კუნთში ინექციის დროს საშუალო სუმარული დოზა შეადგენს 25-100 ერთ, კისრის კუნთებში - 100-200 ერთ. კიდურების კუნთებში - 50-300 ერთ. ტოქსიკურ დოზას შეადგენს 38-42 ერთ/კგ წონაზე.
2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ბოტოქსის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთ/კგ წონაზე (არა უმეტეს 300 ერთ). ხელმეორე ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს არა უმცირეს 2 თვეს.
საინექციო ხსნარის მომზადების წესი:
ლიოფილურ ფხვნილს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% სტერილურ ხსნარში (კონსერვანტების გარეშე) (1.0 მლ, 2.0 მლ ან 4.0 მლ) სასურველ კონცენტრაციამდე. ფხვნილის შერევა გამხსნელთან ხდება ფლაკონის მსუბუქი მოძრაობით გამჭვირვალე უფერო სითხის წარმოქმნამდე.

უხეში შენჯღრევა და ქაფის წარმოქმნა იწვევს ბოტოქსის დენატურაციას.
იმ შემთხვევაში როდესაც ვაკუუმის ქვეშ არ ხდება გამხსნელის შესვლა ფლაკონში, ასეთი ფლაკონი უნდა განადგურდეს.
გახსნილი პრეპარატის შენახვა შეიძლება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 4 სთ-ის განმავლობაში მის გამოყენებამდე.
მიღებული საინექციო ხსნარის შეყვანა ხდება 27-30 კალიბრის სტერილური ნემსით. ინექციის შემდეგ შპრიცის და ნემსის განადგურება ხდება ბიოლოგიური ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენებით.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მისთენია, მიასთენური და მისი მსგავსი სინდრომები (მათ შორის ლამბერტ-იტონის სინდრომი).
ანთებითი პროცესი ინექციის ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალერგანი
ქვეყანა
ირლანდია
დოზა
100სე
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი