შემადგენლობა: აპიჯელი შეიცავს ფუტკრის რძეს (14მგ) და პროპოლისს (10მგ). ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP), მიკროელემენტებს. ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს. პროპოლისი-ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ განსაკუთრებით-ბავშვებსა და მოზარდებში; პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.
გამოყენების რეკონემდაციები: სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს; იმუნიტეტის ასამაღლებლად; უმადობის ან მადის დაქვეითების დროს; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს; ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად; ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: აპიჯელი მიიღება შიგნით (პერორალურად). 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5მლ დღეში. 6 წლის ასაკის ზემოთ: 10მლ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
შეფუთვა: 150მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: წარმოებულია ესპანეთში მასენზ დანია გრუპ-ის (Masenz danya group)-ის მიერ.
info@masenzgroup.com www.masenzgroup.com
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.