ჩვენებები: კეტილეპტის გამოყენება შეიძლება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც განწყობის შეცვლის გამო თავს “ამაღლებულად” გრძნობენ ან აგზნებულნი არიან, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ბევრს ლაპარაკობენ და უჩვეულოდ გაღიზიანებულნი არიან.
მიღების წესები და დოზები პრეპარატის გამოყენების წესს განსაზღვრავს ექიმი. ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ექმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის მცირე დოზა. ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. ექიმის გაფრთხილების გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება. უკუჩვენება - ადრე არსებული ალერგიული რეაქციები კვეტიაპინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე. - ერთდროულად მიიღება ან ცოტახნის წინ (14 დღეზე ნაკლები ხნის წინ) მიიღებოდა მაო-ს ინჰიბიტორების კლასის ანტიდეპრესიულები. - კეტილეპტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა. აფთიაქში გაცემის წესი რეცეპტით.