პროდუქტის შესახებ
პრეპარატის გამოყენების წინ, აუცილებელია ინსტრუქციის გაცნობა, ვინაიდან ის პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს: თუ 4 კვირის შემდეგ არ მოხდა გაუმჯობესება ან პაციენტი გრძნობს თავს უარესად, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ბიოტინი. ბიოტინოქსი 1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ ბიოტინს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, A ტიპის კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენება: აღნიშნული პრეპარატი მიეკუთვნება ვიტამინების ჯგუფს. მის შემადგენლობაში შემავალი წყალში ხსნადი ვიტამინი, ბიოტინი, შედის B ჯგუფის ვიტამინების ჯგუფში. ბიოტინოქსი და ბიოტინოქს ფორტე გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ბიოტინის დეფიციტის მკურნალობის დროს, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა: თმის ცვენა; თმისა და ფრჩხილების ზრდის დარღვევა; თვალის, ცხვირის, პირის და ყურის გარშემო, და შორისის მიდამოებში კანის ანთებითი მოვლენები ექიმის მიერ სხვა მიზეზების გამორიცხვის შემდეგ. ბიოტინი ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნისა და თმისა და ფრჩხილების ეპიდერმული უჯრედების დიფერენციაციას, რაც მათ მდგომარეობას აუმჯობესებს. თუ 4 კვირის შემდეგ არ დადგა გაუმჯობესება ან პაციენტმა თავი უარესად იგრძნო, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ბიოტინზე ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბავშვები და მოზარდები: გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12-18 წლის მოზარდებში სამკურნალო პრეპარატის მიღება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.პრეპარატის საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღება: სამკურნალო პრეპარატის მიღების დროს არ შეიძლება ქათმის კვერცხის უმი ცილის მიღება საკვებად, რადგან ის იწვევს ბიოტინის შეწოვის დამუხრუჭებას. ალკოჰოლი იწვევს ბიოტინის კონცენტრაციის დაქვეითებას სისხლში.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობაზე ზემოქმედება: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედაა, აქვს ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავს ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია: შემადგენლობაში შემავალი ბიოტინის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის რეკომენდებულ დღიურ დოზას, ამიტომ ამ პერიოდში არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება. ლაქტაციის დროს აღნიშნული პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას: თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
მიღების წესი: ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში ან ექიმის რეკომენდაციების თანახმად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება.
დოზირება: რეკომენდებული საწყისი დოზა-5მგ დღეში ან მძიმე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში-10მგ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება 5მგ–მდე დღეში. მიიღება შიგნით ანუ პერორალურად, ჭამის წინ, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და მიმდინარეობაზე. სიმპტომები ქრება პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: შეზღუდული გამოცდილების გამო 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. 12 წელს ზემოთ ბავშვებში პრეპარატის მიღება დასაშვებია ექიმის კონტროლის ქვეშ.შენახვის წესი: შენახვასთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
27804
ჯენერიკი
ბიოტინი /ვიტ ბ-7/