მამოკასტი კრემი 50მლ ტუბი #1

მამოკასტი კრემი 50მლ ტუბი #1

სან-მარინო

პრომოფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chastetree+dioscorea+horse chestnut
მამოკასტი კრემი
ცხენისწაბლას ექსტრაქტი
დიოსკორეა
აბრაამის ხის ექსტრაქტი
მამოკასტის კრემი შეიცავს ცხენისწაბლას,დიოსკორეას და აბრაამის ხის ექსტრაქტს. მამოკასტში შემავალი მცენარეები ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, დაჭიმულობის შეგრძნების შემცირებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი - შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების - ესცინს, რომელსაც გააჩნია ვენოტროპული და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ამაღლებს ვენების ტონუსს, ამცირებს ანთებით მოვლენებს, ახასიათებს ანტითრომბოზული მოქმედება
Vitex agnus castus - ადამის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ -2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას. აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე.
დიოსკორეა (ველური ბატატი) - შეიცავს დიოსგენინს, რომელიც წარმოადგენს პროგესტერონის ბუნებრივ წინამორბედს. მენოპაუზის განმავლობაში ველური ბატატის გამოყენება ალტერნატიული ჰორმონალური თერაპიის სახით .მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.


ჩვენება: მამოკასტი კრემი გამოიყენება ქალებში ესტროგენდამოკიდებული მდგომარეობებისას, მათ შორის:
სარძევე ჯირკვლების გამაგრება;
სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური წარმონაქმნები ფიბროზულ-კისტოზური და დიფუზური მასტოპათია.
პრემენსტრუალური სინდრომი
გამოყენების მეთოდი: მამოკასტი კრემი დაიტანება დღეში 1-2-ჯერ მკერდის მიდამოში, შეიზილება მასირებით, სრულ შეწოვამდე; მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 2 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრომოფარმა
ქვეყანა
სან-მარინო
ჯენერიკი
ცხენისწაბლა+დიოსკრეა+აბრაამის ხე
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი