ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი  #1

ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1

საქართველო

ნეოფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს 0,2 მლ შმაგას ნაყენს (Belladonnae tinctura), 0,4 მლ
შროშანას ნაყენს (Convallariae tinctura), 0,4 მლ კატაბალახას ნაყენს (Valerianae tinctura), 8 მგ
რაცემულ მენთოლს (Mentholum racemicum).

ჩვენება: გულის ფუნქციონალური დარღვევებით მიმდინარე ნეიროცირკულარული დისტონიის
(მიდრეკილება ნელი გულისცემისადმი) მკურნალობა. კატაბალახას ნაყენი ამცირებს ნერვულ
დაძაბულობას, შროშანას ნაყენი აუმჯობესებს გულის მოქმედებას, შმაგას ნაყენი და მეთანოლი
წარმოადგენენ სისხლძარღვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების მოდუნებას.

უკუჩვენება: ალერგიულია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების ან ეთანოლის მიმართ;
დახურულკუთხოვანი გლაუკომა, გაზრდილი თვალშიდა წნევა, წინამდებარე ჯირკვლის
გადიდება თანდართული შარდის შეკავებით; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადებები, პარალიზური გაუვალობა, პილორუსის ან კუჭ-ნაწლავის სხვა ობსტრუქცია,
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გადიდებული მსხვილი ნაწლავი კედლის გასქელებით,
კალიუმის იონის კონცენტრაციის შემცირება სისხლში; სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული და
სხვადასხვა ხარისხის გულის გამტარობის დარღვევა, სათითურას პრეპარატების მიღება,
ფილტვის მწვავე შეშუპება, ჰიპერტროფიულ-ობსტრუქციული კარდიომიოპათია; გარდამავალი
დამბლით მიმდინარე კუნთების ძლიერი სისუსტე. პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე
ბავშვებში, ფეხმძიმეებში ან ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი: პრეპარატი გამოიყენება ექიმის მითითების შესაბამისად, განკუთვნილია
მხოლოდ შიგნით მიღებისთვის. ერთჯერადი დოზა: მოზრდილებისთვის- 20-25 წვეთი. 12
წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, ხანდაზმულები და თირკმლის დარღვევების მქონე
პაციენტებისთვის სასურველია ერთჯერადი დოზის შემცირება 18-20 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა. თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 10-14 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C ტემპერატურამდე,
ორიგინალურ შეფუთვაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
შმაგა+შროშანა+კატაბალახა+მენთოლი+ბრომი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი