აციკლოვირი ფარმაკოლოგიური თვისება : აციკლოვირ-დენკი 200-ის ტაბლეტები ნაჩვენებია კანის და ლორწოვანი გარსის მარტივი ჰერპესის, მათ შორის გენიტალური ჰერპესის საწყისი და რეციდიული ფორმის სამკურნალოდ. ჩვენება: ტაბლეტები განკუთვნილია მოზრდილებში გენიტალური მარტივი ჰერპესის ხშირი და-ან მძიმე ეპიზოდების დასათრგუნად (რეციდივის თავიდან ასაცილებლად). დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ 6 საათიანი ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. გვერდითი მოვლენები : გულისრევა, ღებინება, დიარია, მუცლის ტკივილი, დაღვლილობა, უძილობა, მოთენთილობა. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან : პრობენიციდი ამცირებს თირკმლის მიერ აციკლოვირის გამოყოფას. ეს იწვევს აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდის გაზრდას.