აციპრექსი ტაბლეტი 10მგ #28

აციპრექსი ტაბლეტი 10მგ #28

პოლონეთი

ბიოფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ესციტალოპრამი. პრეპარატ აციპრექსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ ესციტალოპრამს. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: Opadry White Y-1-7000 (ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორეჯის ჯგუფი.

ჩვენებები: გამოიყენება დეპრესიის, შფოთვითი ნევროზების, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგროფობიით ან აგროფობიის გარეშე (შიში იმ ადგილებში ყოფნისადმი, სადაც შესაძლებელია ვერ მოხერხდეს დახმარების მიღება), სოციალური შფოთვის (ადამიანებთან კონტაქტის შიში) და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის დროს.

დოზირება და მიღების წესი: ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მოზრდილები: დეპრესია - ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში. მკურნალ ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა 20 მგ-მდე დღეში. პანიკური აშლილობები (პანიკის შეტევა) - პრეპარატ აციპრექსის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. დოზას თანდათან ზრდიან 10 მგ-მდე დღეში. მკურნალ ექიმს შეუძლია მაქსიმალურამდე დოზის შემდგომი ზრდის რეკომენდირება, ანუ 20 მგ დღეში. სოციალური შფოთვა: ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეღამეში. მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, ექიმს შეუძლია დოზის დღეში 5 მგ-მდე შემცირება ან მაქსიმალურ დოზამდე გაზრდა, ანუ 20 მგ დღეში. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები - ჩვეულებრივ პრეპარატ აციპრექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. ექიმს შეუძლია დოზის მაქსიმალურამდე გაზრდა, ანუ 20 მგ-მდე დღეღამეში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი): პრეპარატ აციპრექსის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. ექიმს შეუძლია დოზის დღეღამეში 10 მგ-მდე გაზრდა. გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: როგორც წესი, პრეპარატი აციპრექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. პრეპარატ აციპრექსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა იქნას გადაყლაპული, წყლის დაყოლებით. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის დაღეჭვა, რადგან მას მწარე გემო აქვს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ამ მიზნით ტაბლეტი უნდა დაიდოს ბრტყელ ზედაპირზე ისე, რომ ტაბლეტის ერთი ნაწილი გამყოფი ნაზოლით იყოს ზევით. შემდეგ საჭიროა ტაბლეტის გაყოფა, მის ორივე ბოლოზე საჩვენებელი თითებით ქვემოთ დაჭერით. არ შეიძლება პრეპარატის დოზის შეცვლა მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. პრეპარატი აციპრექსი უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ხანგრძლივობით, როგორც დანიშნავს ექიმი. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება გაუმჯობესების აღნიშვნიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. არ არის მოსალოდნელი პრეპარატ აციპრექსის ურთიერთქმედება ალკოჰოლთან. მიუხედავად ამისა, ისევე, როგორც სხვა მრავალი პრეარატის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება პრეპარატ აციპრექსით მკურნალობის დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ესციტალოპრამი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი