ენტეროფურილი კაფსულა 200მგ #16

ენტეროფურილი კაფსულა 200მგ #16

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნალიჯეკი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ნიფუროქსაზიდი

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები.

ჩვენებები: - ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli- თ გამოწვეულნი; - ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს; - ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა; - არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე; - ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა; - კოლოპათიის ზოგიერთი შემთხვევა სპეციფიკური ბაქტერიებით. - სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს; - მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები: მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ზემოთ:
მიიღება ერთი კაფსულა დღეში 3-4-ჯერ (200 მგ 3-4-ჯერ, სულ 600-800 მგ ნიფუროქსაზიდი დღეში).

უკუჩვენება: - ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ; - 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე. ამდენად, ენტეროფურილის გამოყენება ორსულობის პერიოდში უსაფრთხოა.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და არ ხვდება სისტემურ ცირკულაციაში. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები: ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბოსნალიჯეკი
ქვეყანა
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჯენერიკი
ნიფუროქსაზიდი
დოზა
200მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
16
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი