პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
პრეპარატი ნაპროქსენი ტაბლეტები, USP 550მგ (NAPROXEN SODIUM TABLETS, USP 550მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ნაპროქსენს.
ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავდებები (რევმატოიდული ართრიტი, სხვადასხვა სახის ართრიტები, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანებები, ხერხემლისა და პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).
სხვადასხვა სიმძიმის ტკივილის სინდრომი (ნევრალგია, მიალგია, ოსალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი_დაჭიმულობა და დაჯეჟილობები, ოპერაციის შემდგომი ტკივილები, ტავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, კბილის ტკივილი);
კომლექსურ თერაპიაში გამოიყენება ყურის, ცხვირის ყელის ტკივილით გამოხატული ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი); ცხელების სინდრომის დროს გაციებისა და ინფექციური დაავადებებისას.
მიღების წესები და დოზები
დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებში ინიშნება 0,5-1 გრ დღეში, გაყოფილი 2 მიღებად. სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0,5 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: 1,75 გრ.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2,5-5 მგ/კგ-წონაზე გადაანგარიშებით. მაქსიმალური მკურნალობის კურსი შეადგენს 14 დღეს.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან.
ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ფსიქომოტორული რეაქციების შენელება. იშვიათად სმენის დარღვევები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ეოზინოოფილური პნევმონია;
ალერგიული რეაქციებიდან აღინიშნება: გამონაყარი კაზე, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.
უკუჩვენება
კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ,,ასპირინული ტრიადა”, სისხლწარმოქმნის დარღვევები, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი 1 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენისადმი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილით ინიშნება ორსულებში (განსაკუთრები I და III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის პერიოდში. ნაპროქსენი მცირე რაოდენობით გადის პლანცენტარულ ბარრიერს და ხვდება დედის რძეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
33323