ვერტიგოჰეელი ტაბლეტი #50

ვერტიგოჰეელი ტაბლეტი #50

გერმანია

ჰეელი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1ც ენის ქვეშ მისაღები აბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Anamirta cocculus D4 210mg, Conium maculatum D3, Ambra grisea D6, Petroleum rectificatum D8 შესაბამისად 30მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები.

ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი, ტრავმული, კისრის ოსტეოქონდროზის, ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქციის გამო განვითარებული; მეტაბოლური და ტოქსიური თავბრუსხვევა ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის ბოროტად გამოყენების, ინფექციური დაავადებების, მედიკამენტების დოზის გადაჭარბების დროს; რყევის სინდრომი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური შაკიკი, ყურებში ხმაური.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან: 1 აბი. 1-3 წლის ასაკში: ნახევარი აბი, 3-6 წლის ასაკში სამი მეოთხედი აბი. მიიღება დღეში 3-ჯერ ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე. კვებამდე 15-20 წთ-ით ადრე ან კვებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.
თავბრუსხვევის შეტევების დროს ასაკობრივი დამწყები დოზირებით, ყოველ 15 წუთში ერთხელ პირველი 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ - ასაკობრივი დოზა დღეში 3-ჯერ.

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს არ აქვს დამამშვიდებელი და არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის დროებითი გაუარესება. ორსულებსა და მეძუძურებში გამოყენებას ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად. აბები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ რომელიმე შაქრის მიმართ დადგენილი აუტანლობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენბა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ენის ქვეშ მისაღები აბები - 100 ც პლასტმასის კონტეინერში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰეელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი