ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1
ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1

ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1

იტალია

ლეო ფარმა მანუფაქტურინგ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1გ ემულსია შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი-მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ; დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, სოფტიზანი 378, პოლიოქსიეთილენ-2-სტერილის სპირტი, პოლიოქსიეთილენ-21-სტერილის სპირტი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენება: კანის მწვავე ანთებითი დაავადებები მოზრდილებში და ბავშვებში 4 თვის ასკიდან. ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); ალერგიული და ირიტაციული კონტაქტური ნეიროდერმიტი; ნამდვილი ეგზემა; სებორეული ეგზემა გამოხატული ანთების ნიშნებით; ნუმულარული ეგზემა (მიკრობული ეგზემა); დისჰიდროზული ეგზემა.

უკჩვენება: ტუბერკულოზური ან ათაშანგური პროცესები პრეპარატის დადების ადგილზე, ვირუსული დაავადებები (მაგალითად, ჩუტყვავილა, Herpes zoster) პრეპარატის აპლიკაციის ადგილზე, როზაცეა, პერიორალური დერმეტიტი, წყლულები, ფერიმჭამელური გამონაყარი, კანის ატროფიული დავადებები, კანის პოსტვაქცინაციური რეაქციები პრეპარატის დადების ადგილზე, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, ბავშვები 4 თვის ასაკამდე (გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო), ადვანტანი ემულსიის დადება არ შეიძლება თვალებზე და ღია, ღრმა ჭრილობებზე.

გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატი დაიტანება დღეში ერთხელ, თხელი ფენით, კანის დაზიანებულ უბნებზე, მსუბუქი შეზელვით. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსმა მოზრდილებში არ უნდა გადააჭარბოს 2 კვირას. სებორეული ეგზემის დროს, ანთების გამოხატული ნიშნებისას, კანის დაზიანებულ ადგილებზე პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 1 კვირას. თუ ადვანტანის ემულსიის გამოყენებისას ადგილი აქვს კანის საფარველების ზედმეტად გამოშრობას, მაშინ კანის ინდივიდუალური ტიპიდან გამომდინარე აუცილებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის სამკურნალწამლო ფორმაზე გადასვლა (ადვანტანი მალამო) ან დამხმარე ფუძე-თერაპიის გამოყენება (წყალ- ზეთოვანი ემულსია, ერთფაზიანი ცხიმოვანი მალამო). ადვანტანი ბავშვებში გამოიყენება 4 თვის ასაკიდან. დოზის კორექცია საჭირო არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.

გვერდითი მოქმედება: ადვანტანის ემულსიის გამოყენებისას მცირე სიხშირით აღინიშნებოდა ისეთი ადგილობრივი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის წვა. უფრო ნაკლები სიხშირით შეიმჩნეოდა ტკივილი, ბუშტუკების გაჩენა, ქავილი, ჩირქგროვები, დადების ადგილზე დაწყლულება, ეგზემა, კანის აქერცლვა, ზედაპირული ნახეთქები. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეო ფარმა მანუფაქტურინგ
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი
დოზა
0.1%
ფორმა
ემულსია
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი