ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. მისი მიღების ჩვენებებია: ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: მწვავე ართრიტი (მათ შორის პოდაგრა); ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი); მაანკილოზებელი სპონდილიტი და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების გამწვავება (ართრიტი და სპონდილოართრიტი); შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი რევმატოიდული დაავადება; ტრავმის შემდგომი მტკივნეული შეშუპება და ანთება.
უკუჩვენებები: იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; ანამნეზში ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ან კანის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალების მიღების შემდეგ; უცნობი ეტიოლოგიის სისხლწარმოქმნის დარღვევა; კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რეციდივი, მათ შორის ანამნეზში წყლულისა და სისხლდენის სულ მცირე 2 ეპიზოდი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის ეპიზოდი ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული რევმატიზმის ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ადრე ჩატარებულ მკურნალობასთან; ქალაშიდა ჰემორაგია ან სხვა ტიპის აქტიური სისხლდენა; ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა; გულის უკმარისობა; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი; ბავშვები და 12 წლამდე ასაკის მოზარდები. შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.