ინფლუციდი A ტაბლეტი #40

ინფლუციდი A ტაბლეტი #40

გერმანია

დოქტორ გუსტავ კლეინი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი (250მგ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: Aconitum trit. D3 25მგ, Gelsemium trit. D3 25მგ, Ipecacuanha trit. D3 25მგ, Phosphorus trit. D5 25მგ, Bryonia trit. D2 25მგ, Eupatorium perfoliatum trit. D1 25მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: ცხელებით მიმდინარე გრიპისმაგვარი ინფექციების და ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა. შემანარჩუნებელი თერაპია გრიპის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვარდკანაფას (Eupatorium perfoliatum) ან ასტრისებრთა-რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების, ნებისმიერი მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები: თუ მკურნალ ექიმს უთქვამს, რომ პაციენტს აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიაროს მასთან კონსულტაცია. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპს ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ კვალის სახით, რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის. ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებში (განსხვავდება ცელიაკიისაგან). შემდეგი სიმტომების განვითარებისას საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან: თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება; დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში; თუ ტემპერატურა ნარჩუნდება ან იწევს 39C-ზე მაღლა.
გამოიყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ იყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი: ყოველთვის უნდა შეასრულონ მოცემული ინსტრუქცია, მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი: მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ინფექციების პროფილაქტიკისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები: 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, არა უმეტეს 8 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ინფექციების პროფილაქტიკისთვის 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები-1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ტაბლეტები ნელა უნდა გალღვეს პირში. პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.
რეკომენდებულია საკვების მიღებამდე სულ მცირე ნახევარსაათიანი ინტერვალის ან საკვების მიღების შემდეგ ერთსაათიანი ინტერვალის დაცვა.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტს 25C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დოქტორ გუსტავ კლეინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ტილჭირი+გელსემიუმი+იპეკაკუანა+ფოსფორი+ლეშურა+ვარდკანაფა
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი