/images/logo_ka.svg
ცინკოვიდი ნეირო ტაბლეტი შუშხუნა #20

ცინკოვიდი ნეირო ტაბლეტი შუშხუნა #20

გერმანია

იდი ფარმა ველტი

ცინკოვიდი შუშხუნა და ნეირო ფორმა – აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ტონუსს და ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას. საუკეთესო ფასად

პროდუქტის შესახებ

ცინკოვიდი ნეირო

ZincoviD NEURO


საკვები დანამატი


შემადგენლობა: 


ცინკოვიდი ნეიროს ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: B1 ვიტამინი (თიამინი)-11.8მგ, B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)-15მგ, B3 ვიტამინი (ნიაცინი)-50მგ, B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა)-23მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)-8.22მგ, B7 ვიტამინი (ბიოტინი)-150მკგ, B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა)-400მკგ, B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)-10მკგ, ვიტამინი C-200მგ, ვიტამინი D3-1000სე, მაგნიუმი-100მგ, თუთია-10მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჭარხლის კონცენტრატი. არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.


ჩვენება: 


ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, უგუნებობა; ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები: დიაბეტური ნეიროპათია, დამოუკიდებელი ხასიათის ნევრიტები, ნევრალგიური ტკივილი, ლუმბაგო, იშიაზი; 


პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები: 


მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა, კუნთების ტრემორი; ინფექციური პროცესები, რეკონვალესცენციის პერიოდი-ინფექციური პროცესებით განპირობებული 


ნეირო-ფსიქოლოგიური დარღვევები: 


მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტი, ნევრასთენია, შფოთვა და დაძაბულობა, უენერგიობა, დაღლილობა და სისუსტე.


უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


სიფრთხილის ზომები: 


ცინკოვიდი ნეირო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია, მიემართოს მკურნალ ექიმს.


მიღების წესი და დოზირება:


 მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200მლ გრილ წყალში.


შესაძლო გვერდითი მოვლენები:


 შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.


ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი:


 ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.


გამოშვების ფორმა:


 შუშხუნა ტაბლეტი, ?20.


მწარმოებელი:


 იდეე ფარმა ველტ გმბჰ (Idee PharmaWelt GmbH), გერმანია.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა ველტი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+ვიტამინები+მინერალები
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ცინკოვიდი ნეირო ტაბლეტი შუშხუნა #20