აზიტა ტაბლეტი 500მგ #3

აზიტა ტაბლეტი 500მგ #3

პაკისტანი

გეტზ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აზიტა ტაბლეტები 500მგ: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აზითრომიცინი USP 500მგ (დიჰიდრატის სახით).

ჩვენებები: აზიტა (აზითრომიცინი) ინიშნება პაციენტთა სამკურნალოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც მათ აღენიშნებათ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ინფექციებით დასნებოვნება მიკროორგანიზმების იმ სპეციფიკური შტამებით რომლებიც ზემოთ იყო მითითებული. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი და არაჰოსპიტალური პნევმონიები), როდესაც პაციენტისთვის მოსახერხებელია მკურნალობა ამბულატორიულად შიგნით მისაღები ანუ პერორალური გზით. ასევე პაციენტებისთვის რომელთაც საწყის ეტაპზე ესაჭიროებათ ინტრავენური მკურნალობა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე სინუსიტები, მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტი-ტონზილიტი და შუა ყურის მწვავე ანთება ბავშვებში). კანისა და მისი სხვადასხვა შრის-სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი). არაგონოკოკური ურეთრიტის მკურნალობის მიზნით მოკლე პერიოდის განმავლობაში დანიშნულმა ანტიბაქტერიული პრეპარატების მაღალმა დოზებმა შესაძლოა შენიღბოს ან შეაყოვნოს სიფილისის ინკუბაციური პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ამიტომ ყველა პაციენტს, სქესობრივი გზით გადამდები ურეთრიტის ან ცერვიციტის დიაგნოზის დადგენამდე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი დამადასტურებელი სეროლოგიური ტესტირების მონაცემები სიფილისის და გონორეის შესაბამისი კულტურების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ინფექციების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატები და ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები. მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები იმ პაციენტებში რომლებიც დაავადების საწყის ეტაპზე საჭიროებენ ინტრავენურ თერაპიას. ტრაქომისა და Chlamydia trachomati-თ გამოწვეული კონიუქტივიტების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 12 თვის ასაკიდან ან ზემოთ. Mycobacterium avium-intracelulare Complex (MAC) დაავადებით შესაძლო ინფიცირების პრევენციის მიზნით მოზარდებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ.

დოზირება და მიღების წესი: აზიტას (აზითრომიცინი) ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ცალკე.

მოზრდილები: ყველა სხვა შემთხვევაში გარდა ქვემოთ მოცემულისა, ჩვეულებრივ აზიტას (აზითრომიცინის) მოზრდილთა დოზა შეადგენს 500მგ-ს, როგორც ერთჯერადად მისაღები დოზა დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. ალტერნატიულად ინიშნება აგრეთვე როგორც საწყისი დოზა 500მგ, რომელსაც შემდეგ მოყვება დღეში ერთხელ 250მგ ის დანიშვნა 4 დღის განმავლობაში. სქესობრივი გზით გადამდები ურეთრიტის და ცერვიციტის დროს: 1გ, როგორც ერთჯერადი დოზა.
Chlamydia trachomatis–ით გამოწვეული კონიუქტივიტები და ტრაქომა: ინიშნება 1გ, როგორც ერთჯერადი დოზა ან კვირაში ერთხელ 1გ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში.
არაჰოსპიტალური პნევმონიის მკურნალობა მიმდინარე IV თერაპიით: 500მგ ერთჯერადი დღიური დოზა 7-დან-10 დღემდე მკურნალობის კურსის დასრულებამდე; მენჯის ინფექციური დაავადებების მკურნალობა მიმდინარე IV თერაპიით: 250მგ ერთჯერადი დღიური დოზა 7 დღიანი მკურნალობის კურსის დასასრულებლად.
Disseminated Myacrobacterium avium complex (MAC) დაავადების პრევენციის მიზნით მოზრდილებში აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით) ინფექცირების დროს: 1200მგ მიღებული კვირაში ერთხელ, როგორც ერთჯერადი დოზა, ან კომბინაციაში რიფაბუტინის რეკომენდებულ დოზასთან ერთად.

ბავშვები: აზიტა (აზითრომიცინი) გამოიყენება 25კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებში. საბავშვო დოზა განისაზღვრება 10მგ-კგ, როგორც ერთჯერადი დღიური დოზა სამი დღის განმავლობაში. ან, ალტერნატიულად შესაძლებელია პირველ დღეს ერთჯერადი დღიური დოზის 10მგ-კგ-ზე მიღება, რომელაც მოჰყვება 5მგ-კგ-ზე დოზის დანიშვნა დღეში ერთხელ შემდგომი 2-5 დღის განმავლობაში.
ბავშვებში Chlamidia trachomatis-ით გამოწვეული კონიუქტივიტების და ტრაქომას მკურნალობა: ინიშნება 20მგ-კგ-ზე როგორც ერთჯერადი დღიური დოზა, ან კვირაში ერთხელ მისაღებად, სამი კვირის განმავლობაში.
დისემინირებული Mycobacterium avium complex (MAC)-ით გამოწვეული დაავადების პრევენცია აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირებული ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1200მგ მიღებული, როგორც ერთჯერადი დღიური დოზა კვირაში ერთხელ, ან რიფაბუტინთან კომბინაციაში მისი რეკომენდებული დოზის გათვალისწინებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გეტზ ფარმა
ქვეყანა
პაკისტანი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი