კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტისეპტიური საშუალებები_ დანიშნულება სამედიცინო გამოყენების საქონელი სპრეის სახით ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებით განპირობებული ყელის ანთებითი დაავადებების მკურნალობის ხელშეწყობისთვის.
კოლდისეპტი ნანოსილვერ ყელის სპრეი ქმნის დამცავ ფენას ყელის ლორწოვან გარსზე და იცავს მას ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან.
კოლდისეპტი ნანოსილვერ ყელის სპრეი ატენიანებს გამომშრალ ლორწოვანს, მნიშვნელოვნად ამცირებს ანთების სიმპტომებს, ისეთებს როგორიცაა ტკივილი და წვა, და ხსნის დისკომფორტს. პრეპარატი წარმოქნის გელის ფენას, რომელიც იცავს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.
ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის მინერალური მარილების წყალხსნარი, რომელიც შედის კოლდისეპტის შემადგენლობაში, ასუფთავებს ყელს, ამცირებს პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ხელს უწყობს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
პრეპარატი შეიცავს ვერცხლისა ნანონაწილაკებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიებისა ზრდას. ბაღის პიტნის ზეთი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს გაწმენდას, ხსნის ხველას, აუმჯობესებს სუნთქვას.
გამოყენების პირობები: გამოიყენეთ სისტემატიურად ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
არ წარმოადენს სამკურნალო საშუალებას.
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: • პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებები • სასის ნუშურების ანთება • ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა გამოყენების უკუჩვენებები უ ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. უ ვერცხლის მიმართ ალერგია
სიფრთხილის ზომები უ მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტს თვალების ლორწოვან გარსზე; უ შეაჩერეთ გამოყენება, თუ გამოვლინდა რაიმე საგანგაშო სიმპტომი; უ ორსულ ქალებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სამედიცინო გამოყენების საქონელი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი დოზირების რეჟიმი განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისათვის არა უმეტესს 30 დღის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი 1. პირველ გამოყენებამდე საჭიროა რამდენიმე საცდელი დაჭერა დოზირების ტუმბოზე. 2. შეიყვანეთ ნებულაიზერი პირის ღრუში, ყელის მიმართულებით. 3. შეისხურეთ 3-4 დოზა (ტუმბო-დოზატორის დაჭერით).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენებასთან, კომბინირებულ გამოყენებას სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან ან ინდივიდუალურ წამლებთან
გვერდითი მოვლენების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიის სიმპტომები. ალერგიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენება.
გვერდითი მოვლენების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, გვერდითი რეაქციები, სამედიცინო გამოყენების საქონელის ურთიერთქმედების თავისებურებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისას, უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ცხოვრობს პაციენტი.