პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - მირტაზაპინი
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური სუბსტანცია-მირტაზაპინი 30მგ; დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ოპადრაი კრემისფერი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172).
პრეპარატი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასს. როგორც წესი, ეფექტი ვლინდება 2-4 კვირის შემდეგ.
ჩვენება: მირტაზაპინი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ. თუ ექიმმა ეს პრეპარატი დანიშნა სხვა მიზნებისთვის, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.
უკუჩვენება: მირტაზაპინი არ მიიღება თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.მიღების წესი: ექიმი აუხსნის პაციენტს ადეპის მიღების წესსა და დოზას. მოზრდილები: საწყისი სადღეღამისო დოზა არის 15-30 მგ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ყველაზე ეფექტური სადღეღამისო დოზის მისაღწევად. ოპტიმალური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მირტაზაპინი მიიღოს ყოველ დღე. ხანდაზმულები: დოზა არის იგივე, როგორიც მოზრდილებში. ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე: მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ. პრეპარატი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. ექიმის რჩევით, სადღეღამისო დოზა პაციენტმა შეიძლება მიიღოს ორ მიღებაზე: ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. უფრო მაღალი დოზა მიიღება საღამოს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად, ვინაიდან ტაბლეტები არის მწარე. შეიძლება ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა. მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
დოზის გამოტოვება: თუ პაციენტი ღებულობს ერთ სადღეღამისო დოზას ძილის წინ და დაავიწყდა მისი მიღება, გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას აღარ მიიღება, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ღამით ჩვეულებრივ დროს. თუ პაციენტი ღებულობს დღეში ორ ტაბლეტს (ერთ დოზას დილით საუზმის შემდეგ და მეორე დოზას საღამოს ძილის წინ) და დაავიწყდა ერთი ან ორივე დოზის მიღება, საჭირო არის შემდეგი ინსტრუქციების დაცვა: თუ პაციენტს დაავიწყდა დილის დოზა, ის მიიღება ღამის დოზასთან ერთად, თუ დაავიწყდა ღამის დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება მომდევნო დილას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ პაციენტს დაავიწყდა ორივე დოზა, გამოტოვებული დოზა არ მიიღება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით. თუ ექიმი პაციენტს დაუნიშნავს სხვა დოზებს, საჭირო არის ექიმის მითითებების დაცვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, მირტაზაპინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება მირტაზაპინით მკურნალობის დროს: ძილიანობა ან დაღლილობა; მადის მომატება და წონაში მომატება; თავბრუხვევა; თავის ტკივილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
37318