საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატები შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3 (PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3 (PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა. Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2: მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის
ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს სისხლძარღვებში და ნერწყვში Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს
ჩვენება: Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული ინტენსიური ზრდის პერიოდი კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი: 4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში 10წლ - 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე.