აცც ტაბლეტი შუშხუნა 200მგ #20

აცც ტაბლეტი შუშხუნა 200მგ #20

გერმანია

სალუტას ფარმა
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი
შემადგენლობა:
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ), ლიმონმჟავა, ლაქტოზა, მანიტოლი,
ნატრიუმის ციტრატი, საქარინ-ნატრიუმი, არომატიზატორები.
წამლის ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები.
ჩვენება:
სასუნთქი გზების დაავადებები, ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნით.
პულმონოლოგია:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ბრონქოექტაზიები, ასთმოიდური
ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი.
ყელ-ყურ- ცხვირის დაავადებები:
ლარინგიტები, მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, შუა ყურის ანთება
გამონადენით.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.
ახალშობილებში პრეპარატი გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში
ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ (მაქსიმუმ 10 მგ/კგ სხეულის
წონაზე).
პაციენტებში, რომლებსაც ლაქტოზას მიმართ გააჩნიათ მომატებული
მგრძნობელობა აცც-ს დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
აცც 200-ის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია,
აცც 100-ისგან განსხვავებით, ვინაიდან იგი შეიცავს 200 მგ
აცეტილცისტეინს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულობისა
და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, ამიტომ მისი
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის
რეკომენდებული.მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 14 წლის ასაკის ზევით მოზარდებში პრეპარატი
მიიღება 3-ჯერ დღეში 2 შუშხუნა ტაბლეტის ოდენობით, რომელიც
შეიცავს 100 მგ მოქმედ ნივთიერებას (3X200).
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 3-4 ჯერ 1 შუშხუნა ტაბლეტის
ოდენობით, რომელიც შეიცავს 100 მგ მოქმედ ნივთიერებას (3-4X100
მგ).
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშევბში: 2-3-ჯერ 1 შუშხუნა ტაბლეტი,
რომელიც შეიცავს 100 მგ მოქმედ ნივთიერებას, (2-3X100 მგ).
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-3-ჯერ დღეში 1/2 შუშხუნა ტაბლეტი,
რომელიც შეიცავს 100 მგ მოქმედ ნივთიერებას, (2-3X50 მგ).
მუკოვისციდოზით შეპყრობილ და 30 კგ-ზე მეტი სხეულის წონის
მქონე პაციენტებში შესაძლებელია დოზის მომატება 800 მგ-მდე.
შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ წყალში გახსნილი
სახით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვოსციდოზის დროს აუცილებელია
მკურნალობის გახანგრძლივება.
განსაკუთრებული მითითებები:
აცეტილცისტეინის მუკოლიზური ეფექტი ძლიერდება სითხის
გამოყენებისას.
პრეპარატის ხსნარი, რომელიც მიღებულია შუშხუნა ტაბლეტის
წყალში გახსნით აუცილებელია მივიღოთ დამზადებისთანავე.
გამონაკლის შემთხვევაში პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი
სტაბილიზატორების (ასკორბინის მჟავა, ვიტამინი ჩ) გამო,
დამზადებული ხსნარის დაყოვნება დასაშვებია დაახლოებით 2 სთ-ის
განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები 100 მგ; 200 მგ. #20,50 და 100 ცალი
ორიგინალურ შეფუთვაში.
კლინიკური შეფუთვა შეიცავს #60 შუშხუნა ტაბლეტებს მუყაოს
კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ
ადგილას, არა უმეტეს 25 0
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სალუტას ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
აცეტილცისტეინი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი