გამოყენების რეკომენდაცია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია; კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის, ამნეზია; შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი; სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები; აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; თვალის დაავადებები; ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული; ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ელმაქსის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპი-გასტრიუმის არეში. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და დოზირება: ელმაქსი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #20.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს გლობალ ცბს-თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთის მიერ.