იბუვიტი დ3 კაფსულა 4000სე #30

იბუვიტი დ3 კაფსულა 4000სე #30

პოლონეთი

პოლფარმა
პროდუქტის შესახებ
იბუვიტი D3 4000სე, კაფსულები რბილი
ქოლეკალციფეროლი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა. დამატებითი ინფორმციისათვის ან კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელმაც ურჩია პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღება.
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი რეაქციის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

შემადგენლობა: პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი. თითოეული კაფსულა შეიცავს 100მკგ ქოლეკალციფეროლს, რაც D ვიტამინის 4000სე-ის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შიგთავსი: ალისარჩულის ზეთი გასუფთავებული; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები საშუალო სიგრძის ჯაჭვით.

ჩვენება: იბუვიტი D3 4000სე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს D ვიტამინის იდენტური ქოლეკალციფეროლი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში.

ვიტამინი D გვხვდება ზოგიერთ საკვებში და ასევე წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

ვიტამინი D ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და ამცირებს მის გამოყოფას თირკმელებით, რაც ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. D ვიტამინის დეფიციტი არის რაქიტის (ბავშვებში ძვლების მინერალიზაციის დარღვევა) და ოსტეომალაციის (მოზრდილებში ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) მიზეზი.

პრეპარატი იბუვიტი D3 4000სე ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: D ვიტამინის დეფიციტის და D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების პროფილაქტიკა სიმსუქნის მქონე მოზრდილებში (სხეულის მასის ინდექსი (სმი) მეტი ან ტოლი 30).

D ვიტამინის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკურად თვეებში, როდესაც არასაკმარისად ხდება მზის სხივების ზემოქმედება (ოქტომბრიდან აპრილამდე).
მზის სხივების საკმარისად ზემოქმედების პერიოდში (მაისიდან სექტემბრამდე) თავი უნდა იქნას არიდებული D ვიტამინის პრეპარატების მიღებას.
პოლონეთში მზის სხივების საკმარისი ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულის თვეებში (მაისიდან სექტემბრამდე), ამასთან, საჭიროა მზეზე მინიმუმ 15 წუთი ყოფნა 10:00-დან 15:00 საათამდე, ღია მხრებით და წვივებით, მზისგან დამცავი ულტრაიისფერი ფილტრების მქონე კრემების გამოყენების გარეშე.

D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრება როგორც 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) კონცენტრაცია შრატში ნაკლები 20ნგ-მლ (ნაკლები 50ნმოლი-ლ); კონცენტრაციის მიზნობრივ მნიშვნელობას D ვიტამინის ოპტიმალური მოქმედებისათვის წარმოადგენს 30-50ნგ-მლ (75-125ნმოლი-ლ).
D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ცხოვრობს მაღალ გეოგრაფიულ განედზე (მეტი 35 გრადუსზე), როდესაც დიეტა ან ცხოვრების წესი არ იძლევა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის უზრუნველყოფის საშუალებას (პირები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობაში ატარებენ ან ღამით მუშაობენ) ან როდესაც იზრდება D ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილება (ორსული ქალები, პაციენტები სხეულის ჭარბი მასით ან სიმსუქნით).

განსაზღვრა, ნორმალურია თუ არის სხეულის მასა, შესაძლებელია ე.წ. სხეულის მასის ინდექსის საშუალებით (სმი). ეს მაჩვენებელი საშუალებას იძლევა ადამიანის სხეულის მასისა და სიმაღლის პროპორციულობის შეფასების. ნორმალური სმი შეადგენს 18.5 – 25.
ითვლება, რომ ადამიანს აწუხებს სიმსუქნე როდესაც სმი არის 30 და მეტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
4000სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი